Friday, August 12, 2011

სიცოცხლის გამოღვიძება -- თავი მე-4: გაუცხოება, გარიყვა Waking Life: Chapter 4 - Alienation

Waking Life: Chapter 4 - Alienation

(Main character walking down the street with a man who is holding a can of gasoline - J.C. Shakespeare.).

A self-destructive man feels completely alienated, utterly alone. He's an outsider to the human community. He thinks to himself, "I must be insane." What he fails to realize is that society has, just as he does, a vested interest in considerable losses and catastrophes. These wars, famines, floods and quakes meet well-defined needs. Man wants chaos. In fact, he's gotta have it. Depression, strife, riots, murder, all this dread. We're irresistibly drawn to that almost orgiastic state created out of death and destruction. It's in all of us. We revel in it. Sure, the media tries to put a sad face on these things, painting them up as great human tragedies. But we all know the function of the media has never been to eliminate the evils of the world, no. Their job is to persuade us to accept those evils and get used to living with them. The powers that be want us to be passive observers. Hey, you got a match? And they haven't given us any other options outside the occasional, purely symbolic, participatory act of voting. You want the puppet on the right or the puppet on the left? I feel that the time has come to project my own inadequacies and dissatisfactions into the sociopolitical and scientific schemes, let my own lack of a voice be heard.

(He pours gasoline all over himself and lights himself on fire.)



სიცოცხლის გამოღვიძება
თავი მე-4: გაუცხოება, გარიყვა

(ფილმის მთავარი გმირი ქუჩას მიუყვება ახალგაზრდა კაცთან ერთად, რომელსაც ხელში ბენზინის კანისტრა უჭირავს -- J.C. Shakespeare)

ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ანადგურებს (ანგრევს) სრულიად გარიყულად, მარტოდ გრძნობს თავს. ის საზოგადოებაში აუთსაიდერია. იგი თავისთვის ფიქრობს: „მე შეშლილი ვარ.“ არადა შეცდომას უშვებს. არ ესმის, რომ საზოგადოებას მასსავით აქვს დანაკარგის და კატასტროფების მოთხოვნილება. ეს ომები, შიმშილი, წყალდიდობები და მიწისძვრები გარკვეულ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებენ.

(ბენზინგასამართ სადგურზე ახალგაზრდა კაცი კანისტრას ავსებს ბენზინით)

ადამიანს უნდა ქაოსი. მას ის ესაჭიროება, სწყურია, -- დეპრესია, ბრძოლა, აჯანყება, მკვლელობა, ყველაფერი ეს საშინელება. ჩვენ დაუძლეველი ლტოლვა გვაქვს იმ ველური მდგომარეობისაკენ, რომელიც სიკვდილს და ნგრევას მოჰყვება. ეს ყოველ ჩვენთაგანშია და სიამოვნებასაც გვანიჭებს.

(მთავარი გმირი და ახალგაზრდა ისევ ქუჩაში მიდიან)

მასმედია მწუხარების ნიღაბს იკეთებს და ყველაფერ ამას ახასიათებს, როგორც დიდ ადამიანურ ტრაგედიას. მაგრამ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ბოროტების განადგურება არსოდეს ყოფილა მედიის მიზანი. არა, მისი მიზანია დაგვარწმუნოს მივიღოთ ეს ბოროტება და ვიცხოვროთ მასთან ერთად. ხელისუფლებას უნდა, ვიყოთ პასიური დამკვირვებლები...

ეი, შენ, ასანთი გაქვს? -- ახალგაზრდა კაცი მიმართავს მთავარ გმირს. მთავარი გმირი აწვდის ასანთის კოლოფს.

...მათ არ დაგვიტოვეს სხვა შესაძლებლობა, გარდა იშვიათი, სრულიად სიმბოლური საყოველთაო არჩევნებისა. რომელი გინდათ? მარცხენა თოჯინა თუ მარჯვენა თოჯინა? ვგრძნობ მოვიდა დრო გამოვხატო ჩემი საკუთარი უთანხმოება და უკმაყოფილება სოციოპოლიტიკური და მეცნიერული გზით. დაე გაიგონ ჩემი დუმილი (პირდაპირ თარგმანში: ნება მიბოძეთ, გაიგონ ჩემი ხმის უკმარისობა).

(ახალგაზრდა კაცი ჯდება შენობის წინ, ბენზინს ისხავს თავზე და ცეცხლს იკიდებს)

4 comments:

  1. ეს ამონარიდი, ფილმიდან „სიცოცხლის გამოღვიძება“, გადავთარგმნე მას შემდეგ, რაც მოვისმინე ინფორმაცია ლონდონში დატრიალებულ ამბებზე. ფილმში „ახალგაზრდა კაცის“ მიერ გამოთქმული აზრი, ვფიქრობ, ლონდონის არეულობასაც ეხმიანება. ურთიერთ გაუცხოვება, ქაოსი, მკვლელობა, აგრესია, დესტრუქცია, ეს ყველაფერი ერთბაშად გადმოიღვარა, თითქოს დიდი, სტაბილური და მდიდარი ქალაქის ქუჩებში.

    ReplyDelete
  2. დავაზუსტებ, ვგულისხმობ 2011 წლის აგვისტოს ლონდონის არეულობებს. ქაოსმა ინგლისის სხვა ქალაქბიც, მანჩესტერი და ბირმინჰემიც მოიქცვა და გაგრძელდა 5 დღე. დაიღუპა 5 ადამიანი.

    ReplyDelete
  3. მხოლოდ ეს 2 თავია?

    ReplyDelete
  4. ან წიგნი ხო ვერ მოვიძევ?

    ReplyDelete